Thursday, April 21, 2016

პროექტის გეგმა


1.      პროექტის სახელწოდება: „სახელმწიფოთა ხუთეული მოსხლეობის რაოდენობის მიხედვით“
2.      პროექტის  აქტუალობა: დღეს, როდესაც შეინიშნება მსოფლიოს მოსახლეობის ზრდის ტენდენცია, ამ თემის განხილვა მათ საშუალებას მისცემს შედარებითი ანალიზი გაუკეთონ გასული წლების და დღევანდელ დემოგრაფიულ მონაცემებს და გამოთქვალ ვარაუდი თუ რა მოხდება შემდეგში ზრდის ასეთი ტემპის შენარჩუნებისას.
3.      პროექტის მიზანი: მოსწავლეებმა შეძლონ:
ა) ახალ რიცხვითი სახელების, პოზიციური სისტემის გამოყენება და მოახდინონ ნატურალური რიცხვების კლასიფიკაცია
ბ) სხვადასხვა წყაროებიდან მოიპოვონ მონაცემები და წარმოადგინონ ისინი ხელსაყრელი ფორმით
გ) მონაცემთა ელემენტარული ანალიზი, მონაცემთა შედარება და მათი დალაგება ზრდის ან კლების მიხედვით: a>b>c>d>e  ან  e<d<c<b<a ფორმულირებით
დ)ურთიერთთანამშრომლობა, სამუშაოს დროში განაწილება
ე)პროგნოზის გაკეთება
ვ)საძიებო კითხვების დასმა
4.      მონაწილეთა ასაკი: 11-12  წელი
5.      პროექტის ხანგრძლივობა: 2 კვირა
6.      მოსალოდნელი პროდუქტი:
ა) სხვადასხვა წყაროებიდან იძიებენ ინფორმაციას
ბ)ქმნიან მარტივ ცხრილს, არაუმეტეს 5 მონაცემისა
გ)ურთიერთცალსახა შესაბამისობის წესით ქმნიან სვეტოვან დიაგრამას უჯრედებიან ფურცელზე
დ)სვამენ საძიებო კითხვებს
ე)ააქტიურობენ სასკოლო საგნებში დაგროვილ ცოდნას (მაგ.გეოგრაფია,ხელოვნება)
ვ)ივითარებენ ურთიერთთანამშრომლობის, სამუშაოს დროში განაწილების და შეფასების უნარ-ჩვევებს
7.      პროექტის მიმდინარეობა:
ა)მოსწავლეებს ვთხოვ გამოიყენონ სხვადასხვა ცნობარი ან ინტერნეტი და შეაგროვონ უახლოესი დემოგრაფიული ცნობები მსოფლიოს 5 ქვეყნის შესახებ, შემდეგ ეს მონაცემები შეადარონ სახელმძღვანელოში წარმოდგენილ მონაცემებს
ბ)მოსწავლეებს მივცემ არჩევანის უფლებას, რომ თავად გაინაწილონ დავალებები. მაგ: ერთმა ჯგუფმა გააკეთოს მონაცემები ცხრილის სახით, მეორე ჯგუფმა სვეტოვანი დიაგრამის სახით, მესამე ჯგუფმა კი შექმნას ქვეყნის სახელმწიფო სიმბოლიკის (დროშის) ნახატი და მოიძიონ  ერთერთი ღირსშესანიშნაობის სურათი.
გ)მოძიებული მონაცემები ერთმანეთთან შეაჯერონ, დაახარისხონ და განათავსონ ცხრილში კლების მიხედვით. ეს სამუშაო შეასრულონ ჯერ თაბახის ფურცელზე, შემდეგ ფორმატზე და ბოლოს კომპიუტერული პროგრამის-PowerPoint-ის გამოყენებით.
დ)წარმოდგენილ ცხრილთან დაკავშირებით სვამენ საძიებო კითხვებს, ადარებენ ცხრილში წარმოდგენილ მონაცემებს,მათ შედარებას ახდენენ მეტობისა და ნაკლებობის ნიშნის გამოყენებით
ე) გამოთქვამენ ვარაუდს ზრდის ტემპის შენარჩუნების შემთხვევაში რა მოხდება მაგ.2800 წლისთვის, ხომ არ გადაიტვირთება დედამიწა?
ზ)მოსწავლეებს შევახსენებ ზოგიერი სახელმწიფოს მიერ კანონმდებლობით გათვალისწინებულ შეზღუდვებს ამ საკითხთან დაკავშირებით. (მაგ:ჩინეთში ერთი ოჯახი-ერთი შვილი, ინდოეთში ერთი ოჯახი-ორი შვილი)
8.      საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: თემა დაკავშირებულია გეოგრაფიასთან, ხელოვნებასთან, ისტ-თან,
მათ. V.1. მოსწავლეს შეუძლია ახალი რიცხვითი სახელების და პოზიციური სისტემის გამოყენება და ნატურალური რიცხვების კლასიფიკაცია,
მათ. V.11. მოსწავლეს შეუძლია დასმული ამოცანის ამოსახსნელად საჭირო თვისობრივი და რაოდენობრივი მონაცემების მოპოვება,
მათ. V.12. მოსწავლეს შეუძლია თვისობრივი და რაოდენობრივი მონაცემების დასმული ამოცანის ამოსახსნელად ხელსაყრელი ფორმით წარმოდგენა,
მათ. V.13. მოსწავლეს შეუძლია თვისობრივ და რაოდენობრივ მონაცემთა ინტერპრეტაცია და ელემენტარული ანალიზი.
9.      პროექტისთვის საჭირო ძირითადი რესურსები:
ა) სხვადასხვა სახის ცნობარი
ბ)სახელმძღვანელო
გ)კომპიუტერი
დ)თაბახის ფურცლები
ე)ფორმატი
ვ)ფლომასტერები, მარკერები, ფანქრები, სახაზავი
10.  პროექტის ხელმძღვანელი: ირმა არჩუაძე
11.  ხელმძღვანელის  ელ.ფოსტა: archuadzeirma@gmail.com